''ბარსას'' ახალი წინადადება ლაუტაროს ტრანსფერზე: ფირპო პლუს 70 მილიონი?
Aa
Aa

''ბარსას'' ახალი წინადადება ლაუტაროს ტრანსფერზე: ფირპო პლუს 70 მილიონი?

საფეხბურთო კლუბი კატალონიის ''ბარსელონა'' ლაუტარო მარტინესის გადაბირებას გეგმავს. არგენტინელი ფორვარდის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონ ევროს შეადგენს.

ესპანური და იტალიური მედიის ცნობით კატალონიური გრანდის მმართველები ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ და ასეთი გამოსავალი იპოვნეს: ''ბარსა'' ''ინტერს'' 70 მილიონ ევროსა და ჟუნიორ ფირპოს შესთავაზებს, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია. მილანურ კლუბში შეუძლიათ ფირპო სამ პოზიციაზე განიხილონ, მარცხენა მცველის, ცენტრალური მცველისა და მარცხენა გარემარბის. ასეთი ფეხბურთელის დამატება ნებისმიერ გუნდში მწვრთნელს სამუშაოს უადვილებს.

აღნიშნული შეთავაზების შესახებ ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს, თუმცა ამავე წყაროს ცნობით მილანის ''ინტერი'' სატრანსფერო თანხით კმაყოფილი არაა და ფირპოსთან ერთად 90 მილიონი სურს.

რაც შეეხება ლაუტარო მარტინესს, რომელსაც ''ინტერში'' გადასვლამდე წარმატებული პერიოდი არგენტინულ ''რასინგში'' ჰქონდა, სერია ა-ს მიმდინარე სეზონის 22 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 5 გოლით გამოიჩინა თავი.

22 წლის მარტინესი სერი ა-ს გუნდში 2018 წლიდან ასპარეზობს.

ლაუტარო მარტინესმა არგენტინის ეროვნულ გუნდში 17 მატჩში 9 გოლი შეაგდო. ასე რომ მისი სანაკრებო კარიერაც შედეგიანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები