Aa Aa
4 ივნისი 2020  |  12:22

მესი ''ბარსელონას'' კუნძულზე არ გაჰყვება?

ესპანეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატი 12 ივნისს განახლდება, ჩემპიონატის ლიდერი კატალონიის ''ბარსელონა'' კი პირველ მატჩს 14 ივნისს სტუმრად ''მალიორკასთან'' ჩაატარებს.

TV3-ის ცნობით კატალონიელთა არგენტინელ სუპერვარსკვლავს მარჯვენა ფეხზე მცირე ტრავმა აწუხებს, სამედიცინო გამოკვლევიდან გამომდინარე მესის სრული დატვირთვით ვარჯიშს დაახლოებით 10 დღეში მოახერხებს. შესაძლოა, გუნდის ლიდერი ''ბარსელონას'' კუნძულზე არ გაჰყვეს.

''მალიორკასთან'' შეხვედრის შემდეგ 17 ივნისს, კიკე სეტიენის გუნდი შინ, ''ნოუ კამპზე'' ''ლეგანესს'' უმასპინძლებს. ამ მატჩში მესის თამაშის ალბათობა დიდია.

ესპანური მედიის ცნობით მესიმ შესაძლოა ''მალიორკასთან'' თამაშზე უარი თქვას, რადგან გუნდს საკმაოდ რთული გრაფიკი აქვს.

მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში მესიმ 22 მატჩში 19 გოლი შეაგდო და 22 საგოლე პასი შეასრულა. ასაკის მიუხედავად მისი როლი ''ბარსელონას'' თამაშში კვლავ განსაკუთრებულად დიდია. 24 ივნისს არგენტინელი 33 წლის გახდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში