Aa
Aa

„ერთ დღეს ჩემი ქალიშვილის წინააღმდეგ ითამაშებ" - როდმანის ვიდეომიმართვა სპალის ფეხბურთელს

სკანდალურად ცნობილი კალათბურთელი, დენის როდმანი საყოველთაო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ამჯერად ყველაფერი ვიდეომიმართვას უკავშირდება, რომელიც „ჩიკაგო ბულსის“ ლეგენდამ იტალიელ ფეხბურთელს, ანდრეა პეტანიას გაუგზავნა.

„სპალის“ თავდამსხმელმა ვიდეომიმართვის სანაცვლოდ სავარაუდოდ 600 დოლარი გადაიხადა და 30-წამიანი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ანდრეა, საოცარია არა?! დენის როდმანი გირეკავს! ანდრეა ბულდოზერი. რას ნიშნავს შენი მეტსახელი, „ბულდოზერი“?! ალბათ იმას, რომ ბევრი გოლი გაგაქვს.

ანდრეა შენთვის რაღაც მაქვს. ჩემი ქალიშვილი, ტრინიტი როდმანი ამჟამად მსოფლიოში ნომერ პირველი ფეხბურთელია. მიდი, მოძებნე მისი სახელი.

ერთ დღეს მის წინააღმდეგ ითამაშებ და ერთ დღეს მომწერ და მეტყვი: „დენის, იცი რა?! მართალი ხარ! ის ჩემსავით კარგი ფეხბურთელია. ის ბულდოზერია, მაგრამ როდმანია.

ასეა თუ ისე, საყვარელო, შენს მეგობრებს ძალიან უყვარხარ. პატივისცემა, პატივისცემა, პატივისცემა. განაგრძე, იმის კეთება, რასაც აკეთებ“.

ინტერნეტსივრცეში როდმანის ვიდეომიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი თვლის, რომ დენისს პეტანიას სქესი აერია და ის ქალბატონი ეგონა. „ჩიკაგო ბულსის“ ლეგენდამ „სპალის“ თავდამსხმელს თავისი ქალიშვილის წინააღმდეგ თამაში სწორედ ამიტომ უსურვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები