ტოტენჰემმა დაადასტურა - პრემიერ ლიგაში Covid-19-ის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Aa
Aa

ტოტენჰემმა დაადასტურა - პრემიერ ლიგაში Covid-19-ის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

პრემიერ ლიგაში მასობრივი ტესტირებების მორიგი რაუნდი ჩაატარეს, რომლის შემდეგაც, კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პრემიერ ლიგის ოფიციალური განცხადების მიხედვით, 1197 ადამიანი შეამოწმეს და Covid-19 მხოლოდ ერთ მათგანს დაუდგინდა.

განცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, „ტოტენჰემმა“ დაადასტურა, რომ ინფიცირებული „დეზების“ წარმომადგენელია, თუმცა კლუბმა მისი ვინაობა საიდუმლოდ დატოვა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, „ტოტენჰემის“ წარმომადგენელს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება, მაგრამ 7-დღიანი კარანტინის გავლა მიანც მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ პირველი მასობრივი ტესტირების შედეგად, 6 ინფიცირებული გამოვლინდა და მათ შორის ფეხბურთელებიც იყვნენ. მორიგი ტესტირების შემდეგ კი, Covid-19 2 ადამიანს დაუდგინდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები