''როგორ არ სრიალებ? ეს რა ბუცია?'' - ბობიჩის კომპლიმენტი და 21 წლის იაშვილის დუბლი ბუნდესლიგაში
Aa
Aa

''როგორ არ სრიალებ? ეს რა ბუცია?'' - ბობიჩის კომპლიმენტი და 21 წლის იაშვილის დუბლი ბუნდესლიგაში

90-იანი წლების გერმანიის ბუნდესლიგაში კრასიმირ ბალაკოვის, ფრედი ბობიჩისა და ჯოვანი ელბერის ტრიო ძალიან გამორჩეული იყო. ისინი1995-97 წლებში ''შტუტგარტის'' ღირსებას იცავდნენ და ამ ტრიომ გერმანიის სტადიონებზე არაერთი შთმბეჭდავი მატჩი ჩაატარა.

1997 წელს ჯოვანი ელბერი მიუნხენის ''ბაიერნში'' გადაბარგდა, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. ''შტუტგარტში'' ბობიჩი და ბალაკოვი დარჩნენ. მათი თანაგუნდელი ასევე იყო მსოფლიოს ჩემპიონი თომას ბერთოლდი.

1998-99 წლების სეზონი ალექსანდრე იაშვილისთვის ბუნდესლიგაში სადებიუტო იყო. მე-15 ტურში ''ფრაიბურგის'' 21 წლის ქართველმა ფორვარდმა ''შტუტგარტს'' დუბლი შეუსრულა და ეს მატჩი ფოლკერ ფინკეს გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

საინტერესოა, რომ ''შტუტგარტთან'' მატჩი იაშვილისთვის ბუნდესლიგაში მერვე შეხვედრა იყო და მის ანგარიშზე აღნიშნული დუბლის ჩათვლით 8 შეხვედრაში 6 გოლი იყო, თუმცა შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა.

Crystalsport-ის არქივიდან გთავაზობთ იაშვილის კომენტარს, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ''შტუტგარტთან'' მატჩს და ფრედი ბობიჩის კომპლიმენტს იხსენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები