რედ ბული ტაბიძის გუნდს ყიდულობს: ქართველი მცველი MLS-ში?
Aa
Aa

რედ ბული ტაბიძის გუნდს ყიდულობს: ქართველი მცველი MLS-ში?

კონცერნი რედ ბული რუსული საფეხბურთო კლუბის, ''უფას'' შეძენით სერიოზულად დაინტერესდა და ამ თემაზე მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კონცერნის მფლობელობაშია გერმანული ''ლაიფციგი,'' ავსტრიული ''ზალცბურგი,'' ბრაზილიური ''ბრაგანტინო'' და MLS-ის ''ნიუ იორკი.''

რუსულ მედიაში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით თუ კონცერნი რუსულ კლუბს შეიძენს, შესაძლოა ჯიმი ტაბიძე კონცერნის მფლობელობაში მყოფ ერთ-ერთ კლუბში გადაბარგდეს. ზოგადად, კონცერნის მფლობელობაში მყოფი კლუბები ერთმანეთს ფეხბურთელებს ხშირად უცვლიან და ჯიმი ტაბიძის MLS-სა თუ ავსტრიის ბუნდესლიგაში გადაბარგების შესახებ აქედან გამომდინარე წერენ.

Sport24.ru ტაბიძის შესახებ წერს: ''მის მიმართ ამ ეტაპზე დიდი გუნდების მხრიდან დაინტერესების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ის ჯერ ხომ მხოლოდ 24 წლისაა. გარდა ამისა ევროპული კლუბის სისტემაში თამაშის გამოცდილება აქვს, რუსეთში გადასვლამდე ბელგიური ''გენტის'' ფეხბურთელი იყო.

ტაბიძე შესაძლოა MLS-ის ''ნიუ იორკს'' გამოადგეს, სადაც დაცვის ცენტრში წამყვანი ფიგურა აარონ ლონგია. ტაბიძეს ლონგის მეწყვილესთან, ტიმ პარკერთან კონკურენცია ნამდვილად შეუძლია. გარდა ამისა, ''ნიუ იორკი'' ფეხბურთელებს ხშირად უშვებს ავსტრიულ ''ზალცბურგში.'' ტაბიძისთვის ავსტრიული კლუბი შესანიშნავი შანსი იქნება ევროპულ ფეხბურთში დასამკვიდრებლად.

ტაბიძისთვის პრობლემა შესაძლოა ის ფაქტორი აღმოჩნდეს, რომ ''ნიუ იორკი'' ორი ცენტრალური მცველით თამაშობს, ქართველისთვის კი სამი ცენტრალური მცველით თამაში უფრო კომფორტულია.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები