თურქეთში საფეხბურთო სეზონი 12 ივნისს განახლდება
Aa
Aa

თურქეთში საფეხბურთო სეზონი 12 ივნისს განახლდება

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საფეხბურთო სეზონი 12 ივნისს განახლდება და ბუნდესლიგის მსგავსად, გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების გაკეთების უფლება ექნებათ.

ფედერაციის განცხადებაში წერია, რომ თურქეთის თასის მატჩები 16 ივნისიდან დაიწყება, ხოლო მეორე და მესამე დივიზიონები და სამოყვარულო ლიგები მოედანს 18 ივლისს დაუბრუნდებიან.

როგორც ირკვევა, 7 კლუბი დაქვეითების გაუქმების მომხრე იყო, თუმცა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სეზონი კორონავირუსის გამო 19 მარტს შეწყდა. ქვეყანაში სეზონის განახლება ევროპული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლში უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები