ვან გაალი მანჩესტერს აკრიტიკებს - „ერთი მათგანის ტრანსფერიც არ გაუჩარხავთ
Aa
Aa

ვან გაალი მანჩესტერს აკრიტიკებს - „ერთი მათგანის ტრანსფერიც არ გაუჩარხავთ"

ლუის ვან გაალმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელები გააკრიტიკა. 68 წლის სპეციალისტმა „ოლდ ტრაფორდზე“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ კლუბს სატრანსფერო ბაზარზე მისი ერთი თხოვნაც არ დაუკმაყოფილებია.

„მანჩესტერი ტიტულის მოსაგებად საჭირო დონეზე არ იყო და ასაკოვანი ფეხბურთელებით გახლდათ დაკომპლექტებული. 10 მოთამაშე 30 წელს იყო გადაცილებული, ხოლო 5, 35 წელს ზემოთ გახლდათ. გამომდინარე აქედან, კლუბის ხელმძღვანელებს ვუთხარი, რომ შემადგენლობის გაახალგაზრდავებას ვაპირებდი და გადავეცი ფეხბურთელთა სახელები, რომელთა გადაბირებაც მინდოდა. მათ ერთი მათგანის ტრანსფერიც არ გაუჩარხავთ.

ბუნებრივია, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კლუბისგან ამას არ ელოდები. მანჩესტერის ყოველწლიური ბრუნვა 600 მილიონ ფუნტს შეადგენს, მაგრამ იუნაიტედს მაინც არ შეუძლია იყიდოს ის ფეხბურთელები, რომლებიც მწვრთნელს სჭირდება.

რა თქმა უნდა, როცა კლუბები მანჩესტერთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, იციან, რომ საქმე მსოფლიოს ყველაზე მდიდარ გუნდთან აქვთ და მისგან მაქსიმალურად დიდი თანხის მიღებას ცდილობენ. ჩემი ოლდ ტრაფორდზე ყოფნისას ტრანსფერებთან დაკავშირებით, ზუსტად ეს მოხდა“.

ვან გაალმა „ოლდ ტრაფორდზე“ 2 წელი გაატარა. ნიდერლანდელი „იუნაიტედის“ თავკაცად 2014 წელს დაინიშნა და „ოცნებათა თეატრი“ 2016 წელს დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები