პრემიერ ლიგაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Aa
Aa
27 მაისი 2020  |  22:23

პრემიერ ლიგაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

პრემიერ ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მორიგი ტესტირების შედეგად კორონავირუსი 3 კლუბის 4 წარმომადგენელს დაუდგინდა.

25 და 26 მაისს „ნისლიან ალბიონზე“ მასობრივი ტესტირების მესამე რაუნდი ჩაატარეს და 1008 ადამიანი შეამოწმეს. ინფიცირებულთა ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა განცხადებაში წერია, რომ მათ 7-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს პრემიერ ლიგის კლუბებმა გუნდური და კონტაქტური ვარჯიშის განახლებას დაუჭირეს მხარი და მომდევნო ტესტირება პირველი იქნება, რომელიც კონტაქტური ვარჯიშის დაწყების შემდეგ ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ პირველი მასობრივი ტესტირების შედეგად, 6 ინფიცირებული გამოვლინდა და მათ შორის ფეხბურთელებიც იყვნენ. მეორე ტესტირების შემდეგ კი, Covid-19 2 ადამიანს დაუდგინდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები