გიორგი გახარია-
Aa Aa
27 მაისი 2020  |  18:27

გიორგი გახარია-"უახლოეს პერიოდში სპორტსმენები ვარჯიშებს და წვრთნებს განაახლებენ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

ქვეყნის პირველ პირს ოლიმპიელების და სპორტსმენების მზადებაზე კითხვა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დაუსვა.

ცნობისთვის, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება. თამაშებს სახელი შეუნარჩუნეს და ისევ „ტოკიო 2020“ ერქმევა.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს რჩევა გაითვალისწინა და თამაშების გადადებაზე საბოლოო თანხმობა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა თამაშები გადაიდო. მსოფლიო ომის გამო ერთ-ერთი ოლიმპიადა საერთოდ გაუქმდა.

გახარიამ ფეხბურთის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: "დასაწყებია ეს თემა, ოღონდ მაყურებლების გარეშე. მაყურებლების გარეშე უნდა დავაკვირდეთ ალბათ ორი კვირა, ერთი თვე და მერე უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ არ გამოვეთიშოთ ტურნირებს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში