Aa
Aa

ნოიერის მე-400 - ყველაზე მეტი მატჩი 2006 წლიდან მოყოლებული

მანუელ ნოიერმა გერმანიის ბუნდესლიგაში თავისი მე-400 შეხვედრა ჩაატარა. გამოცდილ მეკარეს საიუბილეო თამაშის გამართვა სტუმრად „დორტმუნდთან“ მოუწია.

იქიდან მოყოლებული, რაც ნოიერს ბუნდესლიგაში დებიუტი ჰქონდა, ეს კი 2006-07 წლების სეზონის მე-2 ტურში მოხდა, არც ერთ სხვა ფეხბურთელს ჩემპიონატში მასზე მეტი მატჩი არ ჩაუტარებია.

ნოიერმა და მისმა თანაგუნდელებმა მორიგი „ვერცხლის სინის“ მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. მათ მეორეადგილოსანი „დორტმუნდი“ სტუმრად დაამარცხეს და მასთან სხვაობა 7 ქულამდე გაზარდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინდელ მატჩში ერთადერთმა გოლის ავტორმა, ჯოშუა კიმიხმა მოედანზე 13.73 კმ. დაფარა, რაც 2013-14 წლების შემდეგ „ბაიერნის“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.

ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი ჩემპიონატის მორიგ ტურში დიუსელდორფის „ფორტუნას“ უმასპინძლებს. თამაში 30 მაისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები