ბათუმელი გიორგი გვიანიძე ლეგენდარული ტოტის აკადემიაში
Aa
Aa
25 მაისი 2020  |  14:47

ბათუმელი გიორგი გვიანიძე ლეგენდარული ტოტის აკადემიაში

ახალგაზრდა ბათუმელი ფეხბურთელი გიორგი გვიანიძე, ფრანჩესკო ტოტის აკადემიასთან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელმა ამის შესახებ Crystalsport.ge-სთან ისაუბრა.

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი აკადემია ბათუმელ ახალგაზრდა სპორტსმენს 5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

კონტაქტის გაფორმებამდე მხოლოდ ბოლო დეტალებია დარჩენილი.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ველოდებით კონტრაქტის პირობებს და პირობების მოწონების შემთხვევაში გავაფორმებთ 5 წლიან კონტრაქტს. რაც შეეხება კარიერის გაგრძელებას ტოტის აკადემიაში რათქმაუნდა ძალიან დამეხმარება შესაძლებლობების განვითარებაში და ეს იქნება დიდი გამოცდილება.- განაცხადა გიორგიმ

გიორგი გვიანიძეს ასევე თურქული, გერმანული და სხვა იტალიური აკადემიებიდანაც ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ტოტის აკადემიაზე შეაჩერა.ამ დროისთვის საყრდენი ნახევარმცელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში თამაშობს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები