ჩაკვეტაძე:
Aa
Aa

ჩაკვეტაძე: "ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს ნაკრებმა უნდა ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე"

''გენტისა'' და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტელეკომპანია ''იმედთან'' რამდენიმე თემაზე ისაუბრა.

გიორგი ჩაკვეტაძე: ''ამჟამად სპეციალური პროგრამის მიხედვით ყოველდღიურად ინდივიდუალურად ვვარჯიშობ.''

ჩაკვეტაძემ გასულ სეზონში მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით ისაუბრა: ''როცა მერაბ ვარძუკაშვილი ჩემი ფეხი ნახა, მითხრა, რომ სავარაუდოდ ოპერაცია დამჭირდებოდა, ალბათ ცოტადავაგვიანეთ. ბელგიაში ექიმებმა სხვადასხვა ქვეყნებში დაგააგზავნეს სურათი და მითხრეს, რომ შესაძლებელი იყო ვარჯიშის ფონზე გამოვსულიყავი. ცადეს რომ ტრავმა ოპერაციის გარეშე, ვარჯიშით მომეშუშებინა, თუმცა საბოლოოდ ოპერაციას ვერ ავცდი.''

კითხვაზე რომელი ქვეყნის ჩემპიონატში სურს თამაში, ჩაკვეტაძემ შემდეგი პასუხი გასცა: ''ჩემი სტილიდან და საფეხბურთო გემოვნებიდან გამომდინარე ესპანეთის ჩემპიონატში თამაში მსურს.''

გიორგი ჩაკვეტაძემ ერთა ლიგის შესახებაც ისაუბრა: ''ასეთი შანსი დიდი ხანი არ გვექნება. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შანსი გამოვიყენოთ. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უნდა ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე.''

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე 2017 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ''გენტის'' მოთამაშეა.

2018-19 წლების სეზონის მეორე ნახევარი ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო გაუცდა. ოპერაციის შემდეგ მოედანს გასული წლის მიწურულს დაუბრუნდა.

2019-20 წლების სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა, სასტარტოში მხოლოდ ორჯერ მოხვდა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ოლექსანდრიასთან'' ითამაშა, ხოლო ფლეი-ოფში „რომას'' წინააღმდეგ ორივე მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები