ლოკომოტივი შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს - ერთ-ერთი კვერკველიაა
Aa
Aa

ლოკომოტივი შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს - ერთ-ერთი კვერკველიაა

Championat.com-ის ცნობით, უახლოეს პერიოდში მოსკოვის „ლოკომოტივი“ შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს. რუსული გამოცემის მიხედვით, გუნდიდან აუცილებლად წავლენ ანტონ კოჩენკოვი, ალექსანდრ კოლომეიცევი, ჯეფერსონ ფარფანი, ბორის როტენბერგი და ჟოაუ მარიუ.

მათ გარდა მოსკოველები სავარაუდოდ ბრაიან იდოვუსა და სოლომონ კვერკველიასაც გაასხვისებენ. საქმე ისაა, რომ იდოვუ და კვერკველია „ლოკომოტივის" ახალი მთავარი მწვრთნელის, მარკო ნიკოლიჩის სამომავლო გეგმებში არ შედიან.

შეგახსენებთ, რომ კვერკველიას წასვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინაც გავრცელდა. ქართველის შესახებ მაშინაც Championat.com წერდა და ამბობდა, რომ 28 წლის ცენტრალური მცველის გადაბირება „როსტოვს“, „კრასნოდარსა“ და „როტორს“ სურთ.

სამტრედიაში დაბადებული მცველი ''ზენიტის'' სარეზერვო გუნდში ასპარეზობის შემდეგ ყაზანის ''რუბინისა'' და ''ნეფტეხიმიკის'' მოთამაშე იყო. 2017 წელს ''რუბინმა'' სიომინის ''ლოკომოტივში'' გაანათხოვრა და შემდეგ კვერკველია მოსკოვური გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები