Aa
Aa

იტურალდე გონსალესი: "ჩემს პერიოდში ესპანელი მსაჯების 90% რეალს გულშემატკივრობდა"

ლა ლიგის ყოფილმა მსაჯმა იტურალდე გონსალესმა, რომელიც ამჟამად ექსპერტად მუშაობს, Cadena SER-ის გადაცემა El Larguero-ში საინტერესო განცხადება გააკეთა. გონსალესის თქმით, მისი მსაჯობის ეპოქაში არბიტრთა უდიდესი უმრავლესობა „რეალის“ გულშემატკივარი იყო.

„მოსწონს თუ არა ეს „ბარსელონას“, ფაქტია, რომ კატალონიის გამოკლებით, ესპანეთის მოსახლეობის 70% „რეალის“ გულშემატკივარია. მეორე მხრივ, ბოლო წლებში „ბარსას“ უფრო მეტი ულტრასი მოემატა ვიდრე „სამეფო კლუბს“, რაც გუარდიოლას ფორმაციის გუნდის მოგებული ტიტულებით აიხსნება.

რა გგონიათ, ლიონელ მესის ეპოქამდე „ბარსას“ რამდენი გულშემატკივარი ჰყავდა. მაგალითისთვის მსაჯებს ავიღებ, ჩემს პერიოდში არბიტრთა 90% „რეალის“ ქომაგი იყო, „ბარსას“ კი მხარს მხოლოდ 10% თუ უჭერდა“.

ედუარდო იტურალდე გონსალესი ლა ლიგის მატჩებს 17 წლის განმავლობაში უძღვებოდა, ფიფა-ს კატეგორიის რეფერი კი 1998-2012 წლებში გახლდათ. კარიერა სწორედ 2012 წელს დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები