Aa
Aa

სტადიონების შემოწმება - პორტუგალიაში ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადებიან

პორტუგალიის ჯანმრთელობის დაცვის გენერალურმა დირექტორატმა ქვეყნის 9 სტადიონს მატჩების მასპინძლობაზე მწვანე შუქი აუნთო.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში მოცემულია, რომ „პორტუს“, „სპორტინგის“, „ბენფიკას“, „გიმარაეშის“, „ტონდელას“, „ბრაგასა“ და „პორტიმონენსეს“ საშინაო მატჩების თავიანთ არენებზე ჩატარების საშუალება ექნებათ. თამაშების გამართვა ასევე შესაძლებელია დამატებით კიდევ ორ ნეიტრალურ სტადიონზე: ლისაბონის „სიუდად დო ფუტებოლზე“ და საფეხბურთო კლუბ „მარიტიმუს“ დახურულ არენაზე.

პრიმეირა ლიგის დანარჩენი კლუბების სტადიონები შემოწმებებს უახლოეს დღეებში გაივლიან, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ქვეყნის მთავრობა მიიღებს, შეიძლება თუ არა იქ მატჩების ჩატარება.

ევროპის ცნობილ ჩემპიონატთაგან, ბუნდესლიგის შემდეგ, პრიმეირა ლიგა მეორეა, რომელიც პანდემიის შემდეგ სეზონს განაახლებს. ოფიციალურად გაცხადებულია, რომ პორტუგალიის საფეხბურთო ლიგა 4 ივნისიდან დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები