Aa
Aa

ბუნდესლიგის გადაწყვეტილება - დისტანციის დარღვევის გამო "ჰერტა" არ დაისჯება

ბერლინის „ჰერტას“ ფეხბურთელებმა გასულ უქმეებზე „ჰოფენჰაიმთან“ გატანილი სამივე გოლი წესების დარღვევით იზეიმეს და სოციალური დისტანციის შეზღუდვა არ დაიცვეს. თუმცა, უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ კლუბი ამის გამო არ დაისჯება.

გერმანიის საფეხბურთო ლიგის აღმასრულებელ დირექტორ რობერტ კლაინის თქმით, „ჰერტა“ ამჯერად არ დაისჯება, მაგრამ ყველას მოეთხოვება, რომ Covid-19 გამო შემუშავებული სპეციალური შეზღუდვები გაითვალისწინოს.

მეორე მხრივ, კლაინი აცხადებს, რომ მომავალი ტურის დაწყებამდე ბუნდესლიგის ყველა კლუბს წესებისა და მისი დაცვის შესახებ კიდევ ერთხელ მკაფიოდ შეახსენებენ.

ბუნდესლიგის 26-ე ტურის დანარჩენ მატჩებში ყველა კლუბმა გოლი დადგენილი წესებით აღნიშნა, „ჰერტას“ ფეხბურთელები კი ერთმანეთს გადაეხვივნენ და წარმატება კოცნისა და ჩახუტების ფონზე აღნიშნეს.

ბერლინელებმა „ჰოფენჰაიმი“ 3:0 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილზე აინაცვლეს. შემდეგ ტურში მათი მეტოქე „უნიონი“ იქნება და სრულიად გერმანია დედაქალაქური დერბის ცხელი ამბების მოლოდინშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები