ოფიციალურად: ხუან კუადრადო
Aa
Aa

ოფიციალურად: ხუან კუადრადო "იუვენტუსის" ფეხბურთელია!

გუშინ საღამოს, ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურმა საიტმა ხუან კუადრადოს ტრანსფერი დაადასტურა.

"ბიანკონერიმ" კოლუმბიელი ნახევარმცველი არენდის წესით აიყვანეს, რომელიც 5 მილიონი ევრო დაუჯდათ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ, მოთამაშე შავ-თეთრი მაისურით გარკვეული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს (მატჩების რაოდენობაზე უფრო ზუსტი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება), მაშინ გამოსყიდვა აუცილებელ სახეს მიიღებს. ამის გაკეთება კი, "იუვენტუსს" 20 მილიონ ევროდ შეეძლება. საერთო ჯამში ტურინელთა ხელმძღვანელობას, “ჩელსისთან” გარიგება 25 მილიონი დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ კუადრადო "იუვენტუსში" იჯარის წესით გასულ სეზონშიც ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები