''არსენალის'' ექს-ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს და გადარჩენისთვის იბრძვის
Aa
Aa

''არსენალის'' ექს-ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს და გადარჩენისთვის იბრძვის

ბრიტანული მედიის ცნობით ლონდონის ''არსენალისა'' და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კენი სანსომი ქუჩურ ჩხუბში მონაწილეობის შემდეგ თავის მძიმე ტრავმის გამო კლინიკაში გადაიყვანეს. Mirror-ის ცნობით 61 წლის ვეტერანი სპორტსმენი ბოლო პერიოდში ალკოჰოლს რეგულარულად სვამდა და ინცინდენტისას არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

ბრიტანული წყაროების მიხედვით მოთამაშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის სიცოცხლისთვის იბრძვის.

სანსომმა ფეხბურთელის კარიერა 1994 წელს ''უოტფორდში'' დაასრულა, მას შემდეგ ალკოჰოლს ხშირად სვამდა და ამ დამოკიდებულებასთან ბრძოლა უწევდა. წარსულში ინგლისელს დეპრესიული პერიოდი ჰქონდა, თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა. ასეთი ვითარება დიდხანს გრძელდებოდა, რაც მეუღლესთან განქორწინებით დასრულდა.

ამჟამად, ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი კლინიკაშია და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.

სანსომი ''მეთოფეების'' ღირსებას 1980-88 წლებში იცავდა. ასევე, თამაშობდა ''კრისტალ პალასში,'' ''ნიუკასლში,'' ქპრ-ში, ''ქოვენთრიში,'' ''ევერტონში,'' ''ბრენტფორდსა'' და ''უოტფორდში.''

1979-88 წლებში ამპლუით მცველმა კენი სანსომმა ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 88 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები