დღის გოლი: არველაძე VS ტომას შააფის ბრემენის ვერდერი
Aa
Aa

დღის გოლი: არველაძე VS ტომას შააფის ბრემენის ვერდერი

2000-01 წლების სეზონში ბუნდესლიგაში არჩილ არველაძემ ''კიოლნის'' მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

2001 წლის 12 მაისს, სეზონის ბოლოსწინა ტურში ევალდ ლინენის ''კიოლნი'' შინ ტომას შააფის ბრემენის ''ვერდერთან'' 1:3 დამარცხდა.

ანგარიში მე-14 წუთზე ბრემენელთა პერუელმა ლეგენდამ, კლაუდიო პიზარომ გახსნა. მე-20 წუთზე მარკუს კროიცის გადაცემის შემდეგ არჩილ არველაძემ გაათანაბრა. ეს იყო არველაძის უკანასკნელის გოლი ბუნდესლიგაში. ქართველმა ფორვარდმა გოლი ცნობილ გერმანელ მეკარეს, ფრანკ როსტს შეუგდო. მას შემდეგ ზუსტად 19 წელი გავიდა.

არველაძის გამათანაბრებელი გოლის შემდეგ ბრაზილიელმა აილტონმა დუბლი შეასრულა და ''ვერდერმა'' 3 ქულა მოიპოვა.

2000-01 წლებში ''კიოლნი'' ბუნდესლიგაში მე-10 ადგილზე გავიდა. ამავე სეზონში ფოლკერ ფინკეს ''ფრაიბურგმა'' მე-6 ადგილი დაიკავა და საუკეთესო ოთხეულს, ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა. ''ფრაიბურგში'' ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი და ლევან ცქიტიშვილი თამაშობდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები