Aa
Aa

"ძალიან არაპროგნოზირებადი იყო" - ჩეხმა ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

ლეგენდარულმა პიოტრ ჩეხმა კარიერისას ყველაზე უხერხული მეტოქე დაასახელა და ეს სტატუსი უეინ რუნის მიანიჭა. ჩეხმა კიპერმა განმარტა ის ასპექტები, რატომ არ იყო მისთვის რთული რუნის წინააღმდეგ თამაში.

„იუნაიტედთან“ თითოეული მატჩისას, როცა ბურთი რუნის ჰქონდა, 100%-ით კონცენტრირებული უნდა ვყოფილიყავი, რადგან იგი ძალიან ჭკვიანი და არაპროგნოზირებადი ფეხბურთელი იყო.

ის გახლდათ მოთამაშე, რომელსაც შეუძლია: მეტოქის დევნა და მეურვეობა, მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე ბრძოლა, დაუღალავი სირბილი და ჭკვიანურად დარტყმა. მას პრობლემების შექმნა ნებისმიერი ტიპის მეკარისთვის შეეძლო. მის წინააღმდეგ თამაში იყო გამოწვევა, რომელიც ძალიან მომწონდა“.

ჩეხმა „ჩელსის“ მაისურით 2004-2015 წლებში ითამაშა, კარიერის ბოლო 4 წელი კი „არსენალში“ გაატარა. იგი ამჟამად იმავე „ჩელსიში“ ტექნიკური მრჩეველის თანამდებობაზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები