Aa Aa
8 მაისი 2020  |  18:36

სონმა სამხედრო სავალდებულო სამსახური წარმატებით გაიარა

''ტოტენჰემის'' ნახევარმცველმა სონ ჰიუნ-მინმა სავალდებულო სამხედრო სამსახური წარმატებით გაიარა. კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატები შეწყდა, მათ შორის ინგლისის პრემიერ ლიგა, ამ პაუზით სონმა ისარგებლა, სამხრეთ კორეაში გაემგზავრა და სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა.

Yonhap-ის ცნობით სროლისა და იარაღის მარჯვე ფლობის კრიტერიუმებში ''ტოტენჰემის'' ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ჯილდოები მიიღო. ფეხბურთელი 157 ჯარისკაციდან 5 საუკეთესოში მოხვდა.

სამხრეთ კორეაში არსებული წესების მიხედვით, 28 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცმა 21-თვიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაიაროს. თუმცა აზიურ თამაშებზე მოპოვებული ოქროს მედლის შემდეგ სონს ვადა შეუმცირეს და მან 4 კვირა იმსახურა.

კორონავირუსის გავრცელებამდე „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდას ზაფხულში აპირებდა, მაგრამ COVID-19-ის გამო, ვითარება შეიცვალა.

'ჰამბურგისა'' და ლევერკუზენის ''ბაიერის'' ყოფილი ფეხბურთელი 2015 წლიდან ''ტოტენჰემის'' ღირსებას იცავს. სამხრეთ კორეის ეროვნულ გუნდში 87 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.

2018-19 წლების სეზონში ''დეზები'' ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რაშიც სონის წვლილი საკმაოდ დიდი იყო. ფინალურ შეხვედრაში პოჩეტინოს გუნდი ''ლივერპულთან'' დამარცხდა.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!