SportItalia: ბალოტელის პრემიერ ლიგის კლუბი ეპატიჟება, თუ...
Aa
Aa

SportItalia: ბალოტელის პრემიერ ლიგის კლუბი ეპატიჟება, თუ...

"ლივერპულის" საკუთრებაში მყოფი, მარიო ბალოტელი, შესაძლოა მეორე ლივერპულურ კლუბში, "ევერტონში" გადავიდეს - აღნიშნულ ცნობას, იტალიური გამოცემა SportItalia ავრცელებს. 

წყაროს თქმით, მერსესაიდელთა ბოსები, იტალიელის აგენტს, მინო რაიოლას უკვე დაუკავშირდნენ და ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვის სურვილის შესახებ ამცნეს. 

თუმცა, საქმე მთლად ასეც არაა, "ევერტონის" პირველი კანდიდატურა "ნაპოლის" შემტევი მანოლო გაბიადინია, რომლის ტრანსფერზეც აქტიური მუშაობა მიდის და ინგლისელები 30 მილიონის გადასახდელად არიან მზად. 

როგორც იწერება, "ევერტონის" ხელმძღვანელები ბალოტელის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუბრუნდებიან, თუკი გაბიადინის ტრანსფერი ჩაიშლება. 

ვიცით ისიც, რომ "სუპერ მარიოს", იურგენ კლოპმა, ახალი გუნდის მოძებნა, ზახფულის დასაწყისშივე ურჩია. 

 

მომზადებულია sports.yahoo.com-ის მიხედვით

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები