Aa
Aa
5 მაისი 2020  |  15:00

"ჩვენ ყველას შეგვაქვს ჩვენი წილი კოვიდთან ბრძოლაში"- გოგა ბითაძე წითელი ჯვრის აქციაში ჩაერთო

NBA-ის კლუბ „ინდიანას“ ქართველი კალათბურთელი გოგა ბოთაძე წითელი ჯვრის ორგანიზაციის აქციაში „#DoingMyPart“-ში ჩაერთო.

ახალგაზრდა კალათბურთელმა, რომელიც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პირველ წელს ატარებს ვიდეო რგოლი ჩაწერა :

ჩვენ ყველას შეგვაქვს ჩვენი წილი კოვიდთან ბრძოლაში. ზრუნავ თუ არა შენს მეზობლებზე, გაიღებ სისხლს თუ იცავ სოციალურ დისტანციას. მე ჩემი წილი შემაქვს ჩემს ოჯახის წევრებზე და თანაგუნდელებზე ზრუნვით და სოციალური დისტანციის დაცვით. შენ როგორ შეგაქვს შენი წილი?“ - ამბობს ბითაძე

მსოფლიოში გამეფებული პანდემიის გამო,ჯერჯერობით უცნობია თუ როდის განახლდება NBA.

ბოლო მოანაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 1 283 083 ადამიანი დაინფიცირდა , სადანაც 201 011 გამოჯანმრთელდა , ხოლო 72 285 კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები