სამწუხარო ამბავი - სფფ-ის მედიამენეჯერი კახა შალამბერიძე გარდაიცვალა
Aa
Aa

სამწუხარო ამბავი - სფფ-ის მედიამენეჯერი კახა შალამბერიძე გარდაიცვალა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, Crystalbet ეროვნული ლიგისა და ჩვენი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებთა მედიამენეჯერი, კახა შალამბერიძე გარდაიცვალა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კახას სიმსივნე ჰქონდა, რასაც ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც დაემატა. იგი 39 წლის იყო.

კახა შალამბერიძე წლების განმავლობაში გამოცემა "სარბიელში" მუშაობდა, ასევე საფეხბურთო ვებგვერდ soccerway-ის თანამშრომელიც გახლდათ.

CrystalSport-ის რედაქცია მწუხარებას გამოვთქვამთ კახა შალამბერიძის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები