გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, გოჩა ჯამარაული
Aa
Aa

ჯამარაულის ფანტასტიკური პასი: გამარჯვება სტოიჩკოვის ბულგარეთთან!

ევრო 1996-ის შესარჩევ ციკლში ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ბულგარეთის გუნდი 2:1 დაამარცხა.

1994 წელს აშშ-ში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბულგარელებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს. ასეთი დონის გუნდთან გამარჯვება საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა. ეს მატჩი1995 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა.

საფეხბურთო დაპირისპირების მთავარი არბიტრი ცნობილი შვეიცარიელი მსაჯი ურს მაიერი იყო.

თბილისში გამართული შეხვედრის პირველივე წუთზე გოჩა ჯამარაულის ბრწყინვალე პასით შოთა არველაძემ ანგარიში გახსნა. მეორე გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ქინქლაძემ პენალტის ნიშნულიდან შეაგდო.

87-ე წუთზე ბულგარელთა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ხრისტო სტოიჩკოვმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

 საქართველოს ნაკრების მხრიდან ბულგარეთთან შემდეგმა ფეხბურთელებმა ითამაშეს: ირაკლი ზოიძე, გიორგი ღუდუშაური (ბესიკ ბერაძე 80), დიმიტრი კუდინოვი, მურთაზ შელია (კაპ), გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული (გიორგი კილასონია 74), არჩილ არველაძე (მიხეილ ყაველაშვილი 46), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე

დიმიტარ პენევმა თბილისში შემდეგ ფეხბურთელებს მისცა თამაშის შანსი: ბორისლავ მიხაილოვი (კაპ), ილიან კირიაკოვი, ტრიფონ ივანოვი (კრასიმირ ჩომაკოვი 58), ცანკო ცვეტანოვი, ზლატკო იანკოვი, ლუბოსლავ პენევი, ნასკო სირაკოვი (დანიელ ბორიმიროვი 51), ემილ კოსტადინოვი, ხრისტო სტოიჩკოვი, კრასიმირ ბალაკოვი, იორდან ლეჩკოვი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''სექტემბერთან შედარებით, რადიკალურად განსხვავებული თამაში იქნება'' - სანიოლის პრესკონფერენცია
''სექტემბერთან შედარებით, რადიკალურად განსხვავებული თამაში იქნება'' - სანიოლის პრესკონფერენცია