პრემიერლიგა განახლდება, თუმცა ინგლისში პოლიციას ლივერპულის ქომაგების ეშინია
Aa
Aa

პრემიერლიგა განახლდება, თუმცა ინგლისში პოლიციას ლივერპულის ქომაგების ეშინია

კორონავირუსისგან გამოწეული პაუზის შემდეგ, ჩემპიონატები დიდი ალბათობით ივნისში განახლდება. მიუხედავად იმისა, რომ ბელგიამ, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა სეზონები დასრულებულად გამოაცხადეს, ინგლისი, ესპანეთი და იტალია საპირისპირო აზრზე არიან.

მაისის დასაწყისში გუნდები ვარჯიშებს განაახლებენ, ივნისის დასაწყისში კი ჩემპიონატები განახლდება. ბრიტანული Mirror-ი წერს, რომ ინგლისში ეს სავარაუდოდ 13 ივნისს მოხდება.

წყაროს თანახმად, სამართალდამცავები ვირუსის გავრცელებაზე ღელავენ, თუმცა არა მატჩების განახლების გამო - პოლიციას აშინებს, რომ „ლივერპულის“ ჩემპიონობის შემდეგ ქომაგები საზეიმო მსვლელობას მოაწყობენ, რაც ქუჩებში ათასობით ადამიანის გამოსვლას ნიშნავს.

კლოპის გუნდს ჩემპიონობამდე 2 გამარჯვება აშორებს, რის შემდეგაც 30 წლიანი ლოდინი დასრულდება.

აქვე გეტყვით, რომ ბრიტანეთში დღევანდელი მონაცემებით 161,145 ადამიანია ინფიცირებული, 21,678 გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები