შვაინშტაიგერი გერმანიის ნაკრებიდან წავიდა
გერმანელმა ფეხბურთელმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა, სანაკრებო კარიერა დასრულებულად გამოაცხადა.
"მწვრთნელს უკვე ვუთხარი, რომ ნომინანტებს, შორის აღარ შემიყვანოს, რადგან სანაკრებო კარიერის დასრულება გადავწყვიტე".
"გერმანიის უპირველესი გუნდის ფორმით, 120 შეხვედრა ვითამაშე და არაერთი დაუვიწყარი მომენტის გახსენება შემიძლია".
"განსაკუთრებული სითბო მინდა გამოვხატო ფანების მიმართ, მადლობა თქვენ ბიჭებო, რომ ერთად ამდენს მივაღწიეთ".
"ჩვენს ნაკრებს სამომავლო წარმატებებსა და კიდევ მრავალი ტიტულის მოგებას ვუსურვებ".
31 წლის შვაინშტაიგერი, "ბუნდეს ნაკრებში" 2004 წლიდან თამაშობდა და მისი მაისურით 24 გოლი აქვს გატანილი. იგი, ფილიპ ლამის წასვლის შემდეგ, ნაკრების კაპიტანი გახლდათ.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით