ფერდინანდი 2011 წლის ფინალს იხსენებს:
Aa
Aa

ფერდინანდი 2011 წლის ფინალს იხსენებს: "მესი მკვლელი იყო..."

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მცველმა რიო ფერდინანდმა Copa90-თან საუბრისას 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა და მესის შესახებ თავისი პოზიცია დააფიქსირა:

„მესი მკვლელი იყო. რონალდინიო დაუჯერებელი იყო, ის თავისუფალი ჯადოქარი იყო. მესი ამ ყველაფერს აკეთებდა, თუმცა იმ განსხვავებით რომ ბოლოს, მომენტი გოლით, ან საგოლე გადაცემით სრულდებოდა.

„ბარსამ“ „უემბლიზე“ გამართულ ფინალში ნამდვილი გაკვეთილი ჩაგვიტარა.

მე, გიგზი და სქოულზი იქ ვიდექით, ვუყურებდით როგორ წევდნენ ისინი თასს. ჩვენ თავს შეცბუნებულად ვგრძნობდით. მესიმ თამაში თავის თავზე აიღო“.

წლების შემდეგ, 2011 წლის ფინალის შესახებ ჩავიმ უეინ რუნის სიტყვები გაიხსენა, რომელიც მას შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე უთხრა: „ეს საკმარისია. თქვენ მოიგეთ, შეგიძლიათ ჩვენს ირგვლივ ბურთის გორება შეწყვიტოთ“. მაიკლ კერიკმა მოგვიანებით ასევე აღიარა, რომ ეს იყო საუკეთესო ფეხბურთი, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები