Aa
Aa

"ჯონ ო’შის ჟანგბადი სჭირდებოდა, რადგან რონალდუს პერსონალურად ის მეურვეობდა..."

რიო ფერდინანდმა რონალდუს ტალანტი ერთი შეხედვით დაინახა. ინგლისელი მცველი ყვება, თუ რა იგრძნო გუნდმა, როცა კრიშტიანუს მოედანზე პირველად შეხვდნენ.

ეს 2003 წელს მოხდა, როცა „მანჩესტერ იუნაიტედი“ რონალდუს შეძენას გეგმავდა და მას თვალყურს ადევნებდა. ფეხბურთელის უკეთ დასაკვირვებლად „მანკუნიანელებმა“ ლისაბონის „სპორტინგთან“ ამხანაგური მატჩიც კი დაგეგმეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ მოთამაშეებმა გაიგეს, რომ ტრანსფერი პრაქტიკულად შემდგარი იყო.

„მატჩის მსვლელობისას ჯონ ო’შის ჟანგბადი სჭირდებოდა. მას სუნთქვა უჭირდა, ისევე როგორც ჩვენ ყველას, მაგრამ ო’შის განსაკუთრებით, რადგან რონალდუს პერსონალურადის მეურვეობდა. ჩვენ მას ვესაუბრებოდით, თუმც მას არ შეეძლო, პასუხის გაცემასაც ვერ ახერხებდა.

სქოულზი, ნიკი ბატი და მე დავნებდით. „ბიჭი ძალიან მაგარია, ჩვენ ის უნდა შევიძინოთ“, - ვამბობდით შეხვედრის შემდეგ. ავტობუსში ვისხედით, რომ ინგლისში წავსულიყავით, თუმცა ზედმეტად საათნახევრის მოცდა მოგვიხდა. შემდეგ მათ აგვიხსნეს რატომაც - „უკაცრავად, ჩვენ გარიგება დავდეთ, რომ რონალდუ შეგვეძინა“. - განაცხადა რიო ფერდინანდმა EASPORTS-თან საუბრისას.

საბოლოოდ, 2003 წლის 12 აგვისტოს, 19 მილიონი ევროს სანაცვლოდ „იუნაიტედმა“ რონალდუ შეიძინა, შემდეგ რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები