იტალიური პრესა - მალდინიმ კორონავირუსი დაამარცხა
Aa
Aa

იტალიური პრესა - მალდინიმ კორონავირუსი დაამარცხა

რამდენიმე იტალიური გამოცემა იტყობინება, რომ „მილანის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, პაოლო მალდინიმ კორონავირუსი დაამარცხა. „როსონერის“ ტექნიკურ დირექტორსა და მის ვაჟიშვილს, დანიელს COVID-19 21 მარტს დაუდგინდათ.

გასულ კვირას დანიელმა აღნიშნა, რომ კორონავირუსი დაამარცხა, დღეს კი, Gazzetta dello Sport-მა და Calciomercato.com-მა გვაუწყეს, რომ COVID-19-სგან პაოლო მალდინიც გამოჯანმრთელდა, იტალიური გამოცემების მიხედვით, მალდინი თავს კარგად გრძნობს და „მილანში“ მუშაობაც გააგრძელა.

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული უკანახაზელი ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

აქვე გეტყვით, რომ იტალიაში ბოლო 24 საათში, COVID-19-ით 552 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი კი, 1195-ს დაუდგინდა. საერთო ჯამში იტალიაში კორონავირუსმა 17669 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები