Aa
Aa

"ღმერთმა დალოცოს ფეხბურთი", - ფერგიუსონის ცნობილი გამონათქვამები

სერ ალექს ფერგიუსონი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა, რომ არის ეს ისედაც ყველამ იცის. ფერგის შედეგების გარდა, რაც გამოარჩევდა იყო მისი კომენტარები და განცხადებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ბევრისთვის მწარე იყო, თუმცა არა ყველასათვის.

გთავაზობთ სერ ალექსის რამდენიმე ცნობილ გამონათქვამს:

რაიან გიგზის შესახებ: „მახსოვს, როცა ის პირველად დავინახე, 13 წლის იყო და ისე მირბოდა როგორც კოკე სპანიერი მისდევს ვერცხლის ქაღალდის ნაგლეჯს, რომელიც ქარმა შორს წაიღო“.

იტალიელების შესახებ: „როდესაც იტალიელი მეუბნება, რომ თეფშზე მაკარონი დევს, მე დასარწმუნებლად სოუსის ქვეშ ვიყურები. ისინი ხომ კვამლის გამომგონებლები არიან“.

ჭორები რონალდუს რეალში გადასვლის შესახებ: „როგორ ფიქრობთ, ის მოლაპარაკებებს ამ მაფიოზებთან აწარმოებს? რა თქმა უნდა, არა. ის, მათ ვირუსს არ მიჰყიდის. ეს ნიშნავს არას. კლუბებს შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობს“.

მადრიდის „რეალის“ შესახებ: „მადრიდელები, როგორც ფრანკოს ნამდვილი კლუბი - იღებენ იმას, რაც სურთ. მადრიდში მოურინიო ნამდვილ ცირკს დგამს“.

1999 წლის ტრიუმფის შესახებ: „ამის დაჯერება მიჭირს, ამის დაჯერება მიჭირს. ღმერთმა დალოცოს ფეხბურთი“.

ბექჰემთან ინციდენტის შესახებ: „ეს უცნაური შემთხვევა იყო. ეს, რომ 100-ჯერ, ან მილიონჯერ გამემეორებინა, ასე მეტად არ მოვიქცეოდი“.

ფილიპო ინძაგის შესახებ: „ეს ბიჭი თამაშგარეში დაიბადა“.

არსენ ვენგერის შესახებ: „ისინი ამბობენ, რომ ის ჭკვიანი ადამიანია ხომ? ის 5 ენაზე საუბრობს. მე 15 წლის კოტ’დივუარელ ბიჭს ვიცნობ, რომელიც ასევე 5 ენაზე საუბრობს“.

ჟოზე მოურინიოს შესახებ: „ის ნამდვილად მომხიბვლელი იყო. როდესაც მატჩის შემდეგ დავლიეთ, მან ბოსი და დიდებული ადამიანი მიწოდა. მაგრამ, მის სიტყვებს თან ძალიან მოუხდებოდა ერთი ჭიქა კარგი ღვინო. რაც მან მომცა, ეს საღებავის გამხსნელი იყო“.

რაფაელ ბენიტესის შესახებ: „ვფიქრობ, ის გაბრაზებული ადამიანია. მან რაღაცის შესახებ სულ უნდა იწუწუნოს. ვფიქრობ, თავისი შხამი უნდა გადაყლაპოს. იმედი მაქვს, ის მიხვდება რომ მისი სიტყვები აბსურდია“.

„მანჩესტერ სიტის“ შესახებ: „ეს არის პატარა კლუბი, პატარა მენტალიტეტით. რის შესახებაც მათ საუბარი შეუძლიათ, ეს არის „მანჩესტერ იუნაიტედი“. ეს არის სულ, რაც მათ აქვთ და ამის გადალახვა არ შეუძლიათ. ხანდახან, თქვენ ხმაურიანი მეზობელი გყავთ და ამას ვერაფერს მოუხერხებთ. ისინი ყოველთვის იხმაურებენ. რაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, ეს არის ცხოვრების ჩვეულებრივ გაგრძელება. ჩართეთ ტელევიზორი და ხმას ოდნავ აუწიეთ“.

უეინ რუნის შესახებ: „თქვენ ხანდან მოედანზე ძროხას ხედავთ და ფიქრობთ, რომ ეს საუკეთესო ძროხაა, რომელიც თქვენს მინდორზე ოდესმე გინახავთ. ეს ფაქტია, არა?“

ხუან სებასტიან ვერონის შესახებ: „თქვენ ერთი და იგივეს იმეორებთ. თქვენთან საუბარს არ ვაპირებ. ის საშინლად მაგარი მოთამაშეა, თქვენ კი იდიოტი ხართ“.

„ლივერპულის“ შესახებ: „ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა ის არ არის, რაც ახლა ხდება. ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რომ „ლივერპული“ თავიანთი დედამო****ლი კვარცხლბეკიდან ჩამომეგდო. დიახ, შეგიძლიათ ამის შესახებ დაწეროთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები