Aa
Aa

"შოკში ვართ...", - რეიმსის კორონავირუსით ინფიცირებულმა ექიმმა თავი მოიკლა

ფრანგული „რეიმსის“ კოვიდ-19-ით ინფიცირებულმა ექიმმა ბერნარ გონსალესმა თავი მოიკლა. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.

60 წლის ექიმი კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, საკუთარ სახლში მეუღლესთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რომელიც ასევე ინფიცირებული გახლდათ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექიმმა სუიციდის წინ ჩანაწერი დატოვა, თუმცა მისი შინაარსი არ საჯაროვდება.

„მე, მის მშობლებზე, მის მეუღლეზე და შვილებზე ვფიქრობ... ის კოვიდ-19-ის ირიბი მსხვერპლი გახლავთ. ვიცი, რომ მან ამ ყველაფრის ასახსნელად წერილი დატოვა, თუმცა მისი შინაარსის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა რეიმსის მერმა არნო რობინმა.

„კლუბის პრეზიდენტმა ამის შესახებ ახლახან შემატყობინა. ამაზე საუბარი ძალიან რთულია, შოკში ვართ. მან, ამის ასახსნელად წერილი დატოვა, თუმცა მეტ ინფორმაციას არ ვფლობ. ამის შესახებ საუბარი არ შემიძლია“, - განაცხადა „რეიმსის“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გუიონმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები