რონალდუ - პირველი ფეხბურთელი და მე-3 სპორტსმენი მილიარდერი ხდება
Aa
Aa

რონალდუ - პირველი ფეხბურთელი და მე-3 სპორტსმენი მილიარდერი ხდება

კორონავირუსის გამო მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, რომელიც ნელ-ნელა უფრო მძაფრდება. ამ დროს Forbes-ი აქვეყნებს მონაცემებს, რომლის თანახმადაც კრიშტიანუ რონალდუ მალე ისტორიაში მე-3 მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომლის ქონებაც 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

პორტუგალიელის ანგარიშზე ამჟამად 926 მილიონია. რონალდუ მილიარდერთა სიაში პირველი ფეხბურთელი იქნება. ამ მომენტისთვის იქ გოლფის ლეგენდა ტაიგერ ვუდსი (2007 წლიდან) და ასევე, კრივის ლეგენდა ფლოიდ მეივეზერი (2017 წლიდან) იმყოფებიან.

რონალდუს წლიური ანაზღაურება 31 მილიონი ევროა. როგორც მოგეხსენებათ, კაპიტან ჯოჯრო კიელინისთან შეხვედრის შემდეგ, პორტუგალიელმა გადაწყვიტილება მიიღო და ის ხელფასს 3.8 მილიონით შეიმცირებს, რათა კლუბს კორონავირუსისგან გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.

ასევე, რონალდუ და მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში ლისაბონში და პორტუში მდებარე კლინიკებში ინტენსიური თერაპიის 3 განყოფილების მოწყობას დააფინანსებენ, რომლებიც კორონავირუსის გამო, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.

28 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფმა კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარ თავს გართობის უფლება მისცა და 8.5 მილიონ ფუნტად Bugatti Centodieci შეიძინა, რომელიც ამჟამად მსოფლიოში მხოლოდ 10 ცალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები