გლები: ''ქართველებთან მატჩი ? დღეს მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს''
Aa
Aa

გლები: ''ქართველებთან მატჩი ? დღეს მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს''

ბელარუსულია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. პანდემიის მიუხედავად ბელარუსის საფეხბურთო ლიგა ევროპაში ერთადერთია, სადაც სპორტული ღონისძიებები არ შეწყვეტილა და ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ბელარუსული ფეხბურთის ლეგენდა, ''არსენალისა'' და ''ბარსელონას'' ყოფილი ნახევარმცველი ალექსანდრ გლები თვლის, რომ ჩემპიონატი არ შეწყდება, რადგან არაერთი ქვეყნის ტელევიზიამ მატჩების ჩვენების უფლება მოიპოვა. გლების აზრით ბელარუსული ფეხბურთი ეკონომიკურად გაძლიერდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ბელარუსულ მედიაში გლების კომენტარი გამოქვეყნდა:''ახლა ბელარუსია მშვენიერია, მთელი მსოფლიო ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატს უყურებს, მაგრამ არ ვიცი იღებენ თუ არა სიამოვნებას.

ბელარუსის ჩემპიონატი იმიტომ არ შეწყდა, რომ ფეხბურთელები ერთა ლიგის ნახევარფინალს, საქართველოსთან მატჩს კარგად მომზადებულები შეხვდნენ? მე ვფიქრობ იმიტომ არ შეწყდა, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ტელევიზიამ მატჩების ჩვენების უფლება შეიძინა.''

გლებმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით ასეთ ვითარებაში ფეხბურთელები თავდაჯერებას კარგავენ:''რა ხდება ''ბატეში''? ჩემი აზრით ''ბატეს'' ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაკარგეს, მოედანზე აგრესიულები აღარ არიან. ისინი ვარჯიშობენ და მათ ყოველდღე ტესტი უტარდებათ. შესაძლოა შიშის გრძნობა ეუფლებათ, მაგრამ მე არ ვიცი რა ხდება გუნდში.''

ოფიციალური მონაცემებით ბელარუსში 351 პირი დაინფიცირდა, მათგან 4 გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ბელარუსის ჩემპიონატში სამი ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს. სოლიგორსკის ''შახტიორში'' ლაშა შინდაგორიძე და გეგა დიასამიძე თამაშობენ, ხოლო ''ნემანში'' გიორგი ქანთარია ირიცხება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები