უცნობი ისტორია | ნიდერლანდური ვახშამი ჯაშუშის თანხლებით - ვინ ჩაუშვა ჰუნტელაარი AS-თან?
Aa
Aa

უცნობი ისტორია | ნიდერლანდური ვახშამი ჯაშუშის თანხლებით - ვინ ჩაუშვა ჰუნტელაარი AS-თან?

2009 წლის თებერვალში, მადრიდის „რეალის“ ახალწვეული, კლას-იან ჰუნტელაარი „ნუმანსიათან“ მატჩის შემდეგ თანამემამულე გუნდელებთან ერთად ვახშმობდა.

იმ დროისთვის სამეფო კლუბში 6 ნიდერლანდელი ფეხბურთელი ასპარეზობდა: უესლი სნეიდერი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, როისტონ დრენტე, არიენ რობენი, რუუდ ვან ნისტელროი და თავად ჰუნტელაარი. ვახშამს მხოლოდ ვან ნისტელროი არ ესწრებოდა, რომელიც იმ დროს ტრავმას იშუშებდა.

ჰუნტელაარს „რეალის“ რიგებში ჯერ მხოლოდ 5 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, პირველივე წუთებიდან კი მხოლოდ ერთ-ერთ მათგანში ითამაშა და ვერც ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მოხვდა.

ვახშმისას, რომელსაც მხოლოდ ნიდერლანდელები ესწრებოდნენ, ჰუნტელაარმა განაცხადა, რომ თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა, "სამეფო კლუბს" დატოვებდა.

მეორე დღესვე, მადრიდულმა გამოცემა AS-მა მთავარ გვერდზე გააკეთა სტატია სათურით: „ჰუნტელარს რეალიდან წასვლა სურს".

მადრიდული კლუბის ყველა წარმომადგენელი და, ბუნებრივია, თავად ჰულტელაარიც შოკში ჩავარდა, რადგან ნიდერლანდელი ფორვარდი იმ დროისთის ესპანურ მედიას ინტერვიუს არ აძლევდა და არც არსად წასვლას გეგმავდა.

2 კვირის შემდეგ ჰუნტელაარმა კიდევ ერთ მადრიდულ გამოცემა Marca-სთან საუბრისას განაცხადა: "ვიღაცამ გამწირა და ახსნას ვერ ვუძებნი, ეს რა საქციელია.“ ფეხბურთელს ეჭვი ერთ-ერთ თანაგუდნელ-თანამემამულეზე ჰქონდა მაგრამ, მისი ვინაობა დღემდე არ დაუსახელებია.

როგორც უკვე ვთქვით, ნისტელროი ვახშამზე არ იმყოფებოდა და მისი ვარიანტიც გამორიცხულია, ამიტომ "ჩამშვები" დანარჩენი ოთხი ნიდერლანდელიდან ერთ-ერთია: სნეიდერი, დრენტე, ვან დერ ვაარტი ან რობენი.

თავად ჰუნტელაარი მადრიდში დიდხანს აღარ დარჩენილა და იმავე წლის ზაფხულში „მილანში“ გადავიდა, სადაც ასევე წარუმატებელი კარიერა ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები