მატუიდიმ იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
Aa
Aa

მატუიდიმ იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ფრანგმა ნახევარმცველმა, ბლეზ მატუიდიმ ტურინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. 32 წლის ჰავბეკი 2019-20 წლების სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი უნდა გამხდარიყო, მაგრამ კლუბს საკუთარი მომავალი კიდევ ერთი წლით დაუკავშირა.

აღსანიშნავია, რომ მატუიდიმ ხელშეკრულება 14 თებერვალს გაახანგრძლივა, თუმცა „იუვემ" ფრანგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ახლახანს გაასაჯაროვა.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს ბლეზ მატუიდის კორონავირუსი დაუდასტურდა და დანიელ რუგანის შემდეგ, „ბებერი ქალბატონის“ მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელიც COVID-19-ით დაინფიცირდა. მოგვიანებით მატუიდიმ განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები არ აღენიშნება.

როგორც მოგეხსენებათ მატუიდის შემდეგ, კორონავირუსი პაულო დიბალას დაუდგინდა. ეს უკანასკნელი საწყის ეტაპზე თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, თუმცა დროთა განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები