Aa
Aa

კორონავირუსი - "მარსელის" ექს-პრეზიდენტი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგული „მარსელის“ ყოფილი პრეზიდენტი, პაპე დიუფი, კორონავირუსთან რამდენიმეკვირიანი ბრძოლის შემდეგ 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დიუფი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის მასშტაბით ისტორიაში პირველი შავკანიანი პრეზიდენტია. იგი ასევე ჟურნალისტი და საფეხბურთო აგენტი იყო, მათ შორის ისეთი ფეხბურთელების, როგორებიც: მარსელ დესაი, უილიამ გალასი, სამირ ნასრი და დიდიე დროგბა არიან.

„მარსელის ოლიმპიკი“ პაპე დიუფის გარდაცვალების გამო უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს. იგი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ დიდ აღმშენებლად დარჩება და „მარსელის“ თითოელ წევრსაც მუდამ ასეთად ემახსოვრება“, - წერს დიუფის ყოფილი კლუბი „ტვიტერზე“.

გამოცემა Goal-ის ინფორმაციით, აფრიკელი ფუნქციონერი Covid-19-ის გართულებული ფორმით სენეგალის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. ახლობლები იმედოვნებდნენ, რომ მის საფრანგეთში წაყვანას შეძლებდნენ, თუმცა დიუფმა სუნთქვა სამშობლოს დატოვებამდე შეწყვიტა.

პაპე დიუფი „მარსელის“ პირველი პირი 2005-09 წლებში გახლდათ. გუნდმა ამ პერიოდში ლიგა 1-ში ყველაზე მაღალი - მეორე, ხოლო ყველაზე დაბალი მე-5 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები