''მშვიდი ბიჭი ვარ, წიგნებს ვკითხულობ'' - კიტეიშვილის Top 3 წიგნი შტურმის ქომაგებისთვის
Aa
Aa

''მშვიდი ბიჭი ვარ, წიგნებს ვკითხულობ'' - კიტეიშვილის Top 3 წიგნი შტურმის ქომაგებისთვის

ავსტრიული ''შტურმის'' ქართველი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი პანდემიის პირობებში გრაცული კლუბის ქომაგებს მისთვის საინტერესო წიგნებს ურჩევს. მათ შორისაა გურამ დოჩანაშვილის ''სამოსელი პირველი.'' კიტეიშვილის ჰობი წიგნების კითხვაა, რაც ინგლისური ენის დახვეწაში ეხმარება.

''მე ძალიან მშვიდი ბიჭი ვარ, უპირატესობას ვანიჭებ ჩემი ტემპერამენტი მოედანზე ბურთთან ერთად ვაჩვენო. არ დავდივარ კლუბებში, თავისუფალ დროს მეუღლესთან ერთად ვატარებ ან წიგნს ვკითხულობ. წიგნებს ძირითადად ინგლისურ ან ქართულ ენაზე ვკითხულობ. ინგლისურენოვანი წიგნების კითხვით ენის ცოდნას ვიუმჯობესებ. ჯერ გერმანულ ენას იმ დონეზე არ ვფლობ, რომ წიგნის კითხვა მოვახერხო. მრავალფეროვან ნოველებს გთავაზობთ, იმედი მაქვს, ''შტურმის'' ქომაგები სიამოვნებას მიიღებენ''

ოთარ კიტეიშვილი ''შტურმის'' ქომაგებს სამი წიგნის წაკითხვას ურჩევს, ჰარპელ ლის ''ნუ მოკლავ ჯაფარასა'' და კნუტ ჰამსუნის ''მისტერიების'' გარდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გურამ დოჩანაშვილის ''სამოსელი პირველს'' ასახელებს.

''შტურმის'' ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ: ''გურამ დოჩანაშვილი თბილისში დაიბადა, ისტორიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, ხელმძღვანელობდა ჟურნალ ''მნათობის'' პროზის განწყოფილებას. დოჩანაშვილი ''სამოსელი პირველის'' ავტორია. პირველი ნაწილი 1975 წელს გამოვიდა, მეორე - 1978 წელს, ხოლო მესამესა და მეოთხე ნაწილს მკითხველი 1980 წელს გაეცნო. სიუჟეტი თავგადასავლის მაძიებელ ბიჭზეა, რომელზეც დიდად იმოქმედა იდუმალებით მოცული კაცის, ლტოლვილის ნაამბობმა. წიგნის მოტივებია მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, გულწფელობა, პატიოსნება.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები