კორონავირუსი | ბარსელონას ფეხბურთელები ხელფასებს 70%-ით შეიმცირებენ!
Aa
Aa

კორონავირუსი | ბარსელონას ფეხბურთელები ხელფასებს 70%-ით შეიმცირებენ!

კორონავირუსი ისევე როგორც ყველა დარგს, ასევე ფეხბურთსაც დიდ ფინანსურ ზარალს აყენებს. ესპანური Marca-ს ცნობით, „ბარსელონამ“ შესაძლოა მალე 100 მილიონი ევროთი იზარალოს.

თუ, ივნისის ბოლომდე ჩემპიონატები არ განახლდა, კლუბი სერიოზულ ფინანსურ ზარალს ნახავს.

რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბი გამოსავალს ფეხბურთელთა ხელფასების 70%-ით შემცირებაში ხედავდა, რის შედეგადაც „ბარსა“ 106 მილიონ ევროს დაზოგავდა და ფინანსურ პრობლემებს თავს აარიდებს. ეს ყველაფერი რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა.

ლეო მესიმ სოციალურ ქსელში ყველაფერი დაადასტურა და სპეციალური ტექსტიც გაავრცელა:

“ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით გუნდის დამოკიდებულების შესახებ ბევრი დაიწერა. პირველ რიგში გეტყვით, რომ დაქვითვაზე ყველანი თანახმანი ვიყავით, რადგან ამჟამად არსებულ სიტუაციას ვითვალისწინებთ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც კლუბის ნებისმიერ თხოვნას პირველები ვასრულებთ, მსგავსი რამ ჩვენი ინიციატივითაც გაგვიკეთებია.

შეთანხმების დაანონსება რამდენიმე დღით გადაიდო, რადგან რთულ მდგომარეობაში მყოფი გუნდისთვის გამოსავალს ვეძებდით.

ამჯერად დროა დავაანონსოთ, რომ ხელფასების 70%-ით შემცირებასთან ერთად, მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რომ კლუბში მომუშავე პერსონალმა ანაზღაურება 100%-ით მიიღოს.

სანამ დაგემშვიდობებით გვსურს, რომ თბილი მისალმება გამოგიგზავნოთ. ამ რთულ ვითარებას თავს ერთად დავაღწევთ და ამ ყველაფერს ერთად გავაკეთებთ.

Visca el Barca and visca Catalunya“. - ეს ტექსტი ლეო მესის შემდეგ „ბარსას“ სხვა ფეხბურთელებმაც გაავრცელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები