გიორგი ჩაკვეტაძე 1,5 მილიონით გაიაფდა
Aa
Aa

გიორგი ჩაკვეტაძე 1,5 მილიონით გაიაფდა

ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ შემტევი ნახევარცველის გიორგი ჩაკვეტაძეს საბაზრო ფასი 1,5 მილიონი ევროთი შემცირდა.

Transfermarket-ი ქართველ ფეხბურთელს 2018 წლის დეკემბრიდან მოყოლებული,9 მილიონ ევროდ აფასებდა და ეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

განახლებული ფასებით ჩაკვეტაძე ახლა 7,5 მილიონი ევრო ღირს. ლიდერი კი მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი სოლომონ კვერკველია გახდა, რომლის საბაზრო ფასი 8 მილიონი ევროა.

სიაში მესამე ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეს ადგილი, დონეცკის შახტარის 27 წლის მცველს დავით ხოჭოლავას (4 მილიონი) უკავია.

საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელების საბაზრო ფასებში ცვლილება არ მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები