გურჯაანში ფეხბურთის თამაშისთვის 11 ადამიანი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს
Aa
Aa

გურჯაანში ფეხბურთის თამაშისთვის 11 ადამიანი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში ხალხმრავალი შეკრებები აკრძალულია. მათ შორისაა საფეხბურთო მატჩებიც, თუმცა გურჯაანში ამ აკრძალვას ყურადღება არ მიაქციეს. სამართალდამცველთა გაფრთხილების მიუხედავად ახალგაზრდებმა ფეხბურთის თამაში გააგრძელეს, რის გამოც 11 პირიდან თითოეული 3 000 ლარით დააჯარიმეს.

ipress-ი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდაშვილის კომენტარს ავრცელებს.

''ჩვენ დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ, მერიის ზედხედველების სამსახურთან, სამართალდამცველებთან ერთად კარდაკარ დავდივართ. შევამოწმეთ სოფელ ველისციხის საკვირაო ბაზრობა, ასევე ე.წ. ,,ბირჟები,,. ყველას ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ წესების დაცვისკენ, რათა ის იდეალური მდგომარეობა რომელიც ამ წუთისთვის გვაქვს, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და ჩვენი წინდაუხედავობით არ გავართულოთ სიტუაცია. თუმცა სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც სიტყვა პანდემიის მნიშვნელობას ვერ აღიქვამენ სწორად. მათ შორის აღმოჩდნენ სამწუხაროდ ეს ახალგაზრდებიც, მათ პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად მაინც განაგრძეს თამაში, რის გამოც დაჯარიმდნენ.''

შეგახსენებთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ყველა საფეხბურთო მატჩი გადადებულია. ჩემპიონატების განახლების სავარაუდო თარიღი უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები