ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა გრძელდება
Aa
Aa
27 მარტი 2020  |  17:42

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა გრძელდება

შპს „სტადიონის“ დრექტორის, ჯაბა სურმანიძის განცხადებით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

მშენებლობა გეგმის მიხედვით გრძელდება და ამჟამად გარე ტერიტორიის მოპირკეთებისა და საპარკინგე სივცრეების მოწყობის სამუშაოების პროცესია.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დაცულია ყველა შესაბამისი სანიტარული და უსაფრთხოების მოთხოვნები.

ასევე აჭარაში სხვა სპორტული ობიექტების მშენებლობა და საპროექტო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ეს ეხება როგორც ბათუმის უნივერსალურ სპორტულ კომპლექსს, ასევე დაბა ჩაქვში დაგეგმილ ძალოსნობის ბაზის საპროექტო სამუშაოებსაც. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები