''ჩვენ კარგად ვართ'' - დიბალას გზავნილი ქომაგებს
Aa
Aa

''ჩვენ კარგად ვართ'' - დიბალას გზავნილი ქომაგებს

კორონავირუსით ინფიცირებულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, პაულო დიბალამ განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

ასევე უკეთესადაა მისი მეგობარი გოგო, ორიანა საბატინი. დიბალამ instagram-ზე ფოტო ატვირთა წარწერით - estamos bien. არგენტინელმა ქომაგებს უთხრა, რომ ის და მისი მეგობარი გოგო თავს კარგად გრძნობენ, თუმცა მკურნალობის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

View this post on Instagram

Estamos bien ????????????

A post shared by Paulo Dybala (@paulodybala) on Mar 25, 2020 at 11:28am PDT

კორონავირუსი ტურინის ''იუვენტუსის'' კიდევ ორ ფეხბურთელს, დანიელე რუგანისა და ბლეზ მატუიდის, დაუდგინდა.

შეგახსენებთ, გასულ კვირაში დიბალამ საზოგადოებას ამცნო, რომ მას და მის მეგობარ გოგოს კორონავირუსი აქვთ. სამხრეთ ამერიკელი ქომაგებს გზავნილებისთვის და კეთილი სურვილებისთვის მადლობას უხდიდა.

პანდემიის გავრცელების კუთხით იტალიაში საგანგაშო ვითარებაა. 74 386 პირი დაინფიცირდა. მათგან 9 362 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 503 გარდაიცვალა.

კორონავირუსის გამო ევროპის თითქმის ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია. გამონაკლისია მხოლოს ბელარუსის საფეხბურთო ლიგა. ბელარუსის პრეზიდენტი ხალხს მუშაობისკენ მოუწოდებს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები