Fifa 20 - ჩაკვეტაძე რეგილონთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
433-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ ევროპის ჩემპიონატში საქართველოს წარმომადგენელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ პირველი შეხვედრა „სევილიას“ უკანახაზელთან, სერხიო რეგილონთან გამართა.
ქართველმა შემტევმა ესპანელ მეტოქესთან 4:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი ჩაკვეტაძემ 3:0 მოიგო, თუმცა სასურველი შედეგს ვერ მიაღწია და კომფორტული უპირატესობა ხელიდან გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ გიოს გარდა ტურნირში მონაწილეობას რომელუ ლუკაკუ (ბელგია), ალექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა), ჩირო იმობილე (იტალია), ბერნდ ლენო(გერმანია), ემერიკ ლაპორტი (საფრანგეთი), გრანიტ ჯაკა (შვეიცარია), დიოგუ ჟოტა (პორტუგალია), პატრიკ შიკი (ჩეხეთი), ტიმოტი ფოსუ-მენს (ნიდერლანდები), რის ჯეიმსი (ინგლისი), სერხიო რეგილონი (ესპანეთი), კშიშტოფ პიონტეკი (პოლონეთი), ჰერდურ მაგნუსონი (ისლანდია), დენიელ ჯეიმსი (უელსი), მიხაელ გრეგორიჩი (ავსტრია), დეიან ლოვრენი (ხორვატია), მუნას დაბური (ისრაელი), მერიჰ დემირალი (თურქეთი), ნიკოლა მილენკოვიჩი (სერბეთი), დეიან კულუშევსკი (შვედეთი), ჯორდან ჯონსი (ჩრდილოეთ ირლანდია), ბილი გილმორი (შოტლანდია), ენის ბარდი (მაკედონია), ფილიპ ბილინგი (დანია), მილოტ რაშიცა (კოსოვო), ამერ გოიაკი (ბოსნია და ჰერცეგოვინა), ჯონ იგანი (ირლანდია), ალექსანდრ სერლოტი (ნორვეგია), რაზვან მარინი (რუმინეთი), დანილ კრუგავოი (რუსეთი) და პიურიუ სოირი იღებენ.