Sport: "ბარსელონამ" კიდევ ერთი ტრანსფერი შეათანხმა!
ესპანური სპორტული გაზეთის, Sport-ის ცნობით, კატალონიური "ბარსელონა", პრიმერას მეორე ბინადარს, "სევილიას", კევინ გამეიროს ტრანსფერზე შეუთანხმდა.
როგორც ირკვევა, მხარეებმა დეტალებზე მოილაპარაკეს და გარიგების შესახებ ოფიციალურად, უახლოეს საათებში გამოცხადდება.
29 წლის გამეიროს მიმართ, რომელმაც "ლა ლიგის" გასულ სეზონში 16 გოლი შეაგდო, ინტერესს მადრიდის "ატლეტიკოც" იჩენდა.
მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს