ინფანტინო:
Aa
Aa

ინფანტინო: "მოდით, პანიკას არ ავყვეთ - ჩვენ კიდევ ვითამაშებთ, როცა ამის შესაძლებლობა იქნება"

FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კორონავირუსის გამო საფეხბურთო სამყაროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარია ჯანმრთელობა, ამის შემდეგ კი სხვა დანარჩენი.

ინფანტინოს თქმით, ახლა პანიკის დრო არ არის:

„ჯანმრთელობა პირველ ადგილზეა და შემდეგ მოდის სხვა დანარჩენი. მოდით პანიკის გარეშე - ჩვენ კიდევ ვითამაშებთ, როცა ამის შესაძლებლობა იქნება, როდესაც არავის ჯამრთელობას საფრთხე არ დაემუქრება.

ყველა ფედერაცია მიყვება იმ რჩევებს, რომლებიც ამჟამად არსებობს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ექიმსა და ექთანს, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ, რათა სხვების ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს, ისინი გმირები არიან.

არსებული კონტრაქტები უნდა შევინარჩუნოთ და მათ გავუფრთხილდეთ. არსებულ ვითარებასთან უნდა ვადაპტირდეთ. გვესმის, რომ მსხვერპლის გაღება ყველას მოუწევს.

მე არ ვაპირებ, რომ ვინმე რაიმეში დავდანაშაულო. FIFA უკვე წლებია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. გვესმის, რომ ახლა განსაკუთრებული ვითარებაა.

ამჟამად ჯანმრთელობა პრიორიტეტია და ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ. ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო იმას, ვისაც ეს სჭირდება. ახლა ასეთი რამ ევროპასა და სამხრეთ ამერიკას სჭირდებათ, ხვალ შესაძლოა სხვა იყოს. სწორედ ეს ვუთხარი სატელეფონო საუბრისას UEFA-ს პრეზიდენტს ალექსანდრ ჩეფერინს“.

შეგახსენებთ, რომ UEFA-მ 17 მარტს გამართულ ონლაინ კონფერენციაზე ევრო 2020 ერთი წლით გადადო და ის 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები