Aa
Aa

ბუნდესლიგის პირველი გუნდი - ვოლფსბურგი ვარჯიშის განახლებას დღეს გეგმავს

პანდემიის მიუხედავად, ბუნდესლიგის მე-7 ადგილოსანი „ვოლფსბურგი“ სავარჯიშო პროცესს დღეიდან განაახლებს. „ვოლფები“ პირველ ეტაპზე ფეხბურთელთა მცირე ჯგუფს შეკრებენ.

„როგორც დაგეგმილია, ჩვენი კლუბი ვარჯიშს 23 მარტიდან განაახლებს. ბუნებრივია, ვარჯიში სპეციალურ პირობებში გაიმართება, რაც ჰიგიენის ნორმების განსაკუთრებულ დაცვას გულისხმობს“. - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც გერმანიაში Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა, ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საზოგადოებრივ სივრცეში ორზე მეტი ადამიანის თავშეყრა აკრძალა.

ამის მიუხედავად, „ვოლფსბურგის“ გადაწყვეტილება ასეთია და გუნდი „ფოლკსვაგენ არენაზე“ მოთამაშეთა გარკვეულ ნაწილს შეკრებს. მაგალითისთვის, დღეიდან უნდა განეახლებინა ვარჯიში იტალიურ „ლაციოსაც“, თუმცა საწვრთნელი პროცესის გაურკვეველი ვადით გადადება მოუწია.

არსებული მონაცემებით, ბუნდესლიგის განახლების თარიღად 2 აპრილია გამოცხადებული, თუმცა რამდენად ასე იქნება, რთული სათქმელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები