ლა ლიგის პრეზიდენტი: "მაისის შუა რიცხვებში ყველა გათამაშება უნდა აღვადგინოთ"
ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი თვლის, რომ საკლუბო სეზონი მაისის შუა რიცხვებში უნდა განახლდეს და საამისოდ ერთად მუშაობაა საჭირო.
„30 შეწყვეტილი ჩემპიონატი და თასი გვაქვს. თითოეულ მათგანისთვის უნდა შევიმუშავოთ გრაფიკი, ისევე როგორც საერთაშორისო ტურნირებისთვის, ასევე შიდა ჩემპიონატებისთვის.
მაისის შუა რიცხვებში ყველა გათამაშება უნდა აღვადგინოთ, თუმცა საამისოდ გარემოებებმა ხელი უნდა შეგვიწყოს. ერთად მუშაობა გვმართებს.
ჩვენ ვმუშაობთ იტალიის სერია ა-სთან, სადაც ჯერ კიდევ 14 ტურია ჩასატარებელი და ასევე დანიის ლიგასთანაც, სადაც 15 ტური რჩება.
უეფას გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ევრო 2020 ერთი წლით გადაიდო, დაგვეხმარება ჩემპიონატები დროულად ჩავამთავროთ“.
ტებასი ასევე თვლის, რომ შეხვედრებს ყოველ მეორე დღეს გამართავენ, რათა ყველაფრის დასრულება ივნისის ბოლოს იყოს შესაძლებელი.
ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი კორონავირუსის გავრცელებაზე და არსებულ სიტუაციაზე იქება დამოკიდებული.