''სასჯელისთვის მზად ვარ'' - იოვიჩმა ახსნა თუ რატომ დაარღვია კარანტინი
Aa
Aa

''სასჯელისთვის მზად ვარ'' - იოვიჩმა ახსნა თუ რატომ დაარღვია კარანტინი

მადრიდის ''რეალის'' სერბმა ფორვარდმა ლუკა იოვიჩმა კარანტინი დაარღვია და შეყვარებულის დაბადების დღის გამო სამშობლოში გაემგზავრა. ფეხბურთელის ქმედებას ესპანურ მედიაში დიდი კრიტიკა მოჰყვა. ვითარება კიდევ უფრო მას შემდეგ გართულდა, როცა სერბეთის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა:''ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე იოვიჩის მილიონები. თუ სახლს დატოვებს, მას დააპატიმრებენ.''

ვითარების განსამუხტავად იოვიჩმა განმარტება გააკეთა, რომელსაც Marca ავრცელებს.

''კარანტინი დავარღვიე, რადგან წესები არ ვიცოდი. მესმის, რომ რთული დასაჯერებელია, მაგრამ ასეა.

ესპანეთში და იტალიშიც კი შეგიძლია გადაყარო სახლის ნარჩენები, წახვიდე აფთიაქში ან მაღაზიაში. ვფიქრობდი, რომ რაც გავაკეთე, ამის უფლება მქონდა.

ეს ჩემი შეცდომაა, მაგრამ ახლა მეტი ინფორმაცია მაქვს. ვფიქრობ მნიშვნელოვანია რაღაცები კარგად აიხსნას მათთვის, ვინც ესპანეთში გამგზავრებას გეგმავს.

მზად ვარ მივიღო ჩემი ქმედების შედეგი, სასჯელისთვის მზად ვარ.

მუდმივად სახლში ყოფნა ადვილი არაა, რადგან მიჩვეული ვარ ყოველდღიურ ვარჯიშს, ახლა კი ვუყურებ ფილმებს, სატელევიზიო შოუებს, შევდივარ სოციალურ ქსელში.''

აღნიშნული ფაქტის შემდეგ ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის ''რეალი'' ზაფხულში იოვიჩს ტრანსფერზე დააყენებს. სერბი ფეხბურთელისადმი ინტერესი ლონდონურ კლუბებს, ''ტოტენჰემსა'' და ''ჩელსის'' აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები